|
2016-10-10 13:44:33, 727 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილის აზრით, პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობით მართვა შეცდომების დაშვების ყველაზე მარტივი გზაა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობით მართვა შეცდომების დაშვების ყველაზე მარტივი გზაა. მისივე თქმით, არ იცის ევროპაში ქვეყანა, სადაც კონსტიტუციური უმრავლესობა წარმატებულიიყო: "საკონსტიტუციო უმრავლესობით მართვა კი არ არის რთული, შეცდომების დაშვებაა ადვილი. ეს ძალიან ხშირად მომხდარა ჩვენს რეალობაში. კომუნისტური პარტიიდან მოყოლებული ჩვენს ცხოვრებაში ვნახეთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ეს არის შეცდომების ყველაზე უფრო ადვილად დაშვების შესაძლებლობა, მაშინ, როდესაც ადამიანებს უვითარდებათ განცდა, რომ მათ უკვე ყველაფერი იციან და ასე უფრო მარტივია ყველაფრის კეთება და უშვებენ შეცეომებს. ეს არის სახიფათო და ამაზე მეტყველებს ჩვენი ისტორია. მაშინ არის მთავრობა უფრო წარმატებული, როდესაც 90%-ს აკონტროლებს პარლამენტში, თუ მაშინ, როდესაც მას საშუალება აქვს ჩაატაროს კონსულტაციები და კონსენსუსები ქვეყნის ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ისე მიიღოს გადაწყვეტილებები. ევროპაში ერთ ქვეყანას მაინც თუ მანახებთ, სადაც იყო წარმატებული კონსტიტუციური უმრავლესობა, მეც შეიძლება შევიცვალო აზრი. კარგად მესმის დღევანდელი აღტკინება, რასაც ვხედავ ჩემს კოლეგებში, თუ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებში სიამაყით ამბობენ, იცით, ეს ჩვენ გვექნება, თითქოს ჩვენ ამით ევერესტზე ავედითო. ევერესტზე ასვლა მთავარი არ არის, იქიდან ცამოსვლაც აუცილებელია დაუზიანებლად",- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)