|
2016-10-10 13:43:42, 796 ნახვა
პოლიტიკა
სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელ ხაზზე არჩევნების დღეს სულ 71 ზარი შევიდა
საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის საბუთებთან დაკავშირებული პრობლემის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკო-თვის საარჩევნო სიების შედგენის მიზნით მიწოდებულ ინფორმაციაში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქეთათვის დროული დახმარების გაწევის მიზნით 8 ოქტომბერს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელი ხაზი (+995 32) 2 40 10 10 მუშაობდა. სააგენტოს ინფორმაციით, არჩევნების დღეს ცხელ ხაზზე 12 საათის განმავლობაში 71 ზარი შევიდა. მოქალაქეთა ყველაზე მაღალი აქტივობა 10:00 და 18:00 საათამდე დაფიქსირდა და, ძირითადად, სხვადასხვა ტიპის კონსულტაციის გაწევას ეხებოდა. „ყველაზე მეტი ზარი იმ მოქალაქეებისაგან შევიდა, ვისაც მოქმედი პირადობის მოწმობა არ გააჩნდა. მიუხედავად იმ მასშტაბური აქციისა, რომელიც კონკრეტულად ამ სეგმენტისთვის გამოცხადდა და უსაბუთო მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემას ითვალისწინებდა, აღმოჩნდა, რომ კვლავ არიან უსაბუთო მოქალაქეები. იუსტიციის სამინისტრო მოუწოდებს პირადობის მოწმობის არმქონე მოქალაქეებს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნამდე ისარგებლონ უფასო პირადობის მოწმობის აქციით, მიიღონ საბუთი, რათა არჩევნების მე-2 ტურისათვის მაინც შეძლონ საკუთარი არჩევანის გაკეთება. 15 თებერვალს მასშტაბური აქცია იმ პირებისათვის გამოცხადდა, ვინც იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტებს ფლობდა. აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეებს 30 ოქტომბრამდე შეუძლიათ, უფასოდ აიღონ პირადობის მოწმობა. ამასთან, 15 ივლისი -15 სექტემბერს მიმდინარეობდა აქცია, რომლის ძალითაც უფასოდ აიღო დოკუმენტი ყველა პირმა, ვის პირადობის მოწმობასაც 8 ოქტომბრამდე ეწურებოდა მოქმედების ვადა. ამრიგად, ორივე აქციით, ჯამში, 8 ოქტომბრამდე 137 762 ადამიანმა ისარგებლა და არჩევნების დღისთვის უფასოდ შეძლო საბუთების მოწესრიგება. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზების რადიკალური გაუმჯობესება გახდა შესაძლებელი; 1 958 961 მოქალაქეზე გაიცა ახალი პირადობის მოწმობა, რომელთაგან 1 107 108 პირადობის მოწმობა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, უფასოდ ან შეღავათიან ფასში გაიცა (უფასოდ გაიცა 931 136). მოქალაქეები გათავისუფლდნენ ან ნაწილობრივ გათავისუფლდნენ როგორც დოკუმენტის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურისაგან. ამ ღონისძიებების შედეგად 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში 2 452 496 ამომრჩევლის შესახებ ზუსტი, გაუყალბებელი და ბიომეტრიული მონაცემია“, - აცხადებენ სერვისების განვითარების სააგენტოში.
(NS)
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)