|
2016-10-09 02:57:03, 634 ნახვა
პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსი“ თვლის, რომ აჭარაში არჩევნები გაყალბდა
"პატრიოტთა ალიანსი" აჭარაში წინასწარ შედეგებს არ ეთანხმება და თვლის, რომ არჩევნები გაყალბდა, ამის შესახებ "ექსპრენიუსს" პარტიის საარჩევნო შტაბში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ისინი დაელოდებიან პარტიის ლიდერების გადაწყვეტილებეს და იმოქმედებენ შესაბამისად. ცნობისთვის, უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, აჭარაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ლიდერობს. კერძოდ, ამ დროის მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 44.5%-მა დაუჭირა მხარი, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 27.7%-მა; „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ – 6.6%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 6.3%; „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ – 3.4%; „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“ – 2.8%; „შალვა ნათელაშვილი - ლეიბორისტული პარტია“ – 2.3%; „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ – 1.8%; „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები“ – 1.6%; „ ეროვნული ფორუმი“ – 1.4%. რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათ ამომრჩეველთა 1%-ზე ნაკლებმა დაუჭირა მხარი.
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
ევროკავშირის ელჩი: ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი
Amex ბარათით გადახდა უკვე „თეგეტა მოტორსშიც“ არის შესაძლებელი - დააგროვეთ 10ჯერ მეტი MR ქულა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)