17:13 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 22:30:49, 776 ნახვა

პოლიტიკა
პეტრე ზამბახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ აჭარაში არჩევნებს იგებს

 „ჩვენ  უპირატესობით  შუახევის, ხულოს, ქედის და ბათუმის გარკვეული ნაწილის საარჩევნო უბნებში ვიგებთ“,-ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ სიით მეორე დეპუტატმა პეტრე ზამბახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

 ზამბახიძის თქმით, რამდენიმე ათეული უბნის მონაცემებით „ნაციონალური მოძრაობა“ აჭარაში არჩევნებს იგებს.

 „საარჩევნო ოლქები ამ დრომდე არ აძლევენ საშუალებას  საარჩევნო უბნებს შემაჯამებელი ოქმები შეავსონ, რაც გარკვეული  მანიპულაციების საშუალებას ტოვებს. მრავალ საარჩევნო უბანზე აჭარის მასშტაბით  ხმები  დათვლილია, თუმცა ოლქებიდან მოდის მითითება, რომ შემაჯამებელი ოქმები არ შეავსონ. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ შეუვსებელი  ოქმები „ქართულ ოცნებას“ მანიპულაციისთვის სჭირდება, რადგან უკვე იციან რომ აჭარში არჩვენბი წაგებულია აქვთ“,-განაცხადა  ზამბახიძემ.

ამასთან, მისივე  ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანზე  ხმების დაცვა ყველა კანინიერი უფლებით მოხდება.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალდება წარედგინა, მას 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება
გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯათ
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics