|
2016-10-08 21:37:42, 703 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა არეშიძე ეგზიტპოლების შედეგებზე: რეალობა სადღაც შუაშია
„რუსთავი2“ ეგზიტპოლებს არ ვენდობი, რეალობასთან უფრო „იმედის“ ეგზიტპოლებია, მაგრამ მიმაჩნია, რომ რეალობა სადღაც შუაშია“,-ასე გამოეხმაურა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ”პატრიოტთა ალიანსის” თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი მამუკა არეშიძე ეგზიტპოლების შედეგებს. მისივე შეფასებით, ეგზიტპოლებით რეალური ციფრი ვერ დაიდება, რადგან რაიონებში ეგზიტპოლები არ მუშაობენ. „მე პირადად მთელი დღის განმავლობაში ქვემო ქართლში ვიყავი და არსად შემიმჩნევია, რომ ეგზიტპოლებს რომელიმე უბანზე ემუშავათ. ამომრჩეველი გაცილებით მეტი მივიდა წლევანდელ არჩევნებზე, მარამ „ოცნებამაც“ და ,,ნაციონალებმაც" მოისყიდეს სანაცვლოდ. ამის დამადასტურებელი ფაქტებიც გამაჩნია“,-განაცხადა მამუკა არშიძემ. შეგახსენებთ, რუსთავი2-ის დაკვეთით ჩატარებული GFK-ის ეგზიტპოლის თანახმად, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. კერძოდ, GFK-ს მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 39.9%-მა დაუჭირა მხარი, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 32.74%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 5.78%; „ლეიბორისტული პარტია“ - 4.21%; „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ - 3.25%. "თავისუფალი დემოკრატები" - 3.21%; "დემოკრატიული მოძრაობა 2.81%; სხვა პარტიები - 8.12% TNS OPINION-ის ეგზიტპოლის თანახმადაც, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. კერძოდ, ორგანიზაციის მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ მხარი ამომრჩეველთა 53,8%-მა დუჭირა; „ნაციონალურ მოძრაობას“ - 19,5%-მა; „პატრიოტთა ალიანსს“ - 5%-მა; „თავისუფალ დემოკრატებს“ - 4%-მა. რაც შეეხება სხვა პარტიებს, „რესპუბლიკურ პარტიას“ 2,7%-მა; „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ - 2,7%; „ლეიბორისტული პარტია“ - 3,1%; „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ – 2,3%; „ეროვნული ფორუმი“ – 0,8%; „გოგით თოდაძე - მრეწველები“ – 0,6%; სხვა პარტიები 5,5%. ცნობისთვის, ტელეკომპანიებმა -"იმედი", "საზოგადოებრივი მაუწყებელი", "მაესტრო" და "GDS" არჩევნების დღეს ეგზიტპოლები ერთობლივად ჩაატარეს. მათ ეგზიტპოლის ჩასატარებლად საქართველოში სწორედ კომპანია "TNS OPINION" მოიწვიეს. აღნიშნულ კომპანიას 40-ზე მეტ ქვეყანაში, ხუთასზე მეტი კვლევა აქვს ჩატარებული.
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალდება წარედგინა, მას 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება
გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯათ
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)