16:10 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 19:19:21, 638 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: უსუსური პროვოკაციული ქმედებები ქართველი ხალხის არჩევანს საფრთხეს ვერ შეუქმნის

“ყოველი კონკრეტული სამართალდარღვევა  აღკვეთილი და გამოძიებული იქნება“, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსმა კახი კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საარჩევნო პროცესი  მშვიდ და სტაბილურ გარემოშიმიმდინარეობს, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ შემთხვევებს, სადაც ადგილი გარკვეულ პროვოკაციებს ჰქონდა.

„აღსანიშნავია ამომრჩევლის მაღალი აქტივობა, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა გამოიჩინეს, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე უცხოეთში გახსნილ 50-ზე მეტ საარჩევნო უბანზე. დიდი მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, რომელმაც ნდობა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“. არჩევნების მაღალი, დემოკრატიული სტანდარტების პირობებში ჩატარება არის ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტური ინტერესი და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების უსუსური პროვოკაციული ქმედებები ქართველი ხალხის არჩევანს საფრთხეს ვერ შეუქმნის. მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ, არ ავყვეთ პროვოკაციებს, მშვიდ ვითარებაში დაველოდოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს”, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯათ
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics