2016-10-08 18:40:35, 657 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო-ს ინფორმაციით, მარნეულის 48-ე უბნიდან საარჩევნო ყუთი არ გაუტაციათ
ცენტრალური საარჩევნო კომისია მარნეულის 48-ე უბნიდან საარჩევნო ყუთის გატანის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო უბნის კომისიის წევრები იცავენ ყუთს და არ აძლევენ პირებს უბანზე შესვლის შესაძლებლობას.
„მარნეულის 48-ე უბანთან არის ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომლებმაც ქვები დაუშინეს საარჩევნო უბანს. ისინი ცდილობენ, საარჩევნო უბანში შესვლას.ამ ეტაპზე ჩამტვრეულია საარჩევნო უბანში, რომელიც სკოლის შენობაშია განთავსებული, ფანჯრები. ისინი ეწინააღმდეგებიან პოლიციას, თუმცა პოლიცია იცავს უბნის მიმდებარე ტერიტორიას“,-აღნიშნა ანა მიქელაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან