19:05 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-07 21:22:41, 1878 ნახვა

სამართალი
შს მინისტრის მოადგილე: გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმე გახსნილია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ბესიკ ამირანაშვილის ინფორმაციით, დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმე გახნილია.

 „შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტარ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების ფაქტი გახსნილია. სამი დღის განმავლობაში, თითქმის უწყვეტ რეჟიმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და პროკურატურის თანამშრომლების მიერ ხორციელდებოდა კომპლექსური, საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, რის შედეგადაც დადგენილია დანაშაულში მონაწილე სავარაუდო პირი. ამჟამად მიმდინარეობს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით“, - განუცხადა შს მინისტრის მოადგილემ ტელეკომპანია „იმედს“.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე გლდანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბინის ჩხრეკა მიმდინარეობს.

ცნობისთვის, გლდანის ერთ-ერთ მიკრორაიონში სპეცოპერაცია ტარდება. „იმედის“ ინფორმაციით, სამართალდამცავები სავარაუდოდ, ერთ-ერთ პირს აკავებენ, რომელიც დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ფიგურირებდა. სავარაუდოდ, აღნიშნული პიროვნება დავით ხეჩუაშვილია, რომელიც ტელეკომპანიის ცნობით, სპეციალური ოპერატიული სამსახურის ყოფილი თანამშრომელია.

ადგილზე კრიმინალური პოლიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლები იმყოფებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics