|
2016-10-07 19:15:38, 925 ნახვა
სამხედრო
ლანჩხუთის #2 საჯარო სკოლას შინდისის ბრძოლაში გმირულად დაღუპული ემზარ წილოსანის სახელი ეწოდა
ლანჩხუთის #2 საჯარო სკოლას 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი ემზარ წილოსანის სახელი მიენიჭა. სახელის მინიჭების საზეიმო ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ომის ვეტერანთა საბჭოს წარმომადგენლები და დაღუპული გმირის ოჯახის წევრები - ემზარ წილოსანის და და შვილები: 9 წლის მარიამი და 10 წლის შუქრი დაესწრნენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გმირულად დაღუპული ემზარ წილოსანის საფლავი თაიგულით შეამკო და საზეიმოდ გახსნა მემორიალური დაფა. გიორგი ბუთხუზი სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებებს: მხატვრულ კომპოზიციას „შინდისის გმირები“, ასევე სპექტაკლს ო'ჰენრის ,,უკანასკნელი ფოთოლი“ დაესწრო. „ემზარ წილოსანმა და მისმა თანამებრძოლებმა გმირობით და თავდადებით გადადგეს ძალიან დიდი ნაბიჯი საქართველოს ერთიანობისთვის და მათი სახელები უკვდავყოფილია საქართველოს ისტორიაში. ჩვენ გვახსოვს ჩვენი გმირები და ყოველთვის გვემახსოვრება. მათ გაწირეს ყველაზე დიდი, რაც გააჩნდათ და ყველაზე ძვირფასი, ეს იყო მათი სიცოცხლე. ძალიან ნიშანდობლივია და ძალიან სევდით აღსავსე, მაგრამ საამაყოა დღევანდელი დღე, რომ ეხლა უკვე ემზარ წილოსანის სახელობის საჯარო სკოლაში მისი შვილები, ჩვენი ახალგაზრდა თაობა გაიზრდება მათი სახელოვანი გმირის თავდადების მაგალითზე.“-განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. კაპრალი ემზარ წილოსანი 29 წლის ასაკში, 2008 წლის 11 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, სოფელ შინდისში ტრაგიკულად დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ ემზარ წილოსანს ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი გადაეცა. კაპრალი წილოსანი II ქვეით ბრიგადაში მსახურობდა.
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)