|
2016-10-07 14:53:28, 717 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია: ხვალ ჯარის და პოლიციის დიდ ნაწილს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ ექნება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას ინფორმაციით, ხვალ ჯარის და პოლიციის დიდ ნაწილს არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ექნება. ბოკერიას განმარტებით, სამხედრო ნაწილებში ორი დღის წინ მივიდა მინისტრ ლევან იზორიას ზეპირი ბრძანება, რომ არ აინტერესებს კანონის მოთხოვნები და ჯარისკაცების უდიდესი ნაწილი სამხედრო ნაწილებს ვერ დატოვებენ. „ჩვენთვის ცნობილი გახდა ივანიშვილის და მისი გუნდის უკანონო, მავნებლური განზრახვის შესახებ. ახალი რეგულაციებით, ჯარისკაცების უდიდესი ნაწილი ხმას მისცემს არა სპეციალურ უბნებზე, არამედ, უნდა მისცემოდათ საშუალება, რომ ხმა მიეცა იქ, სადაც ჩაწერილი იყო, საკუთარ მისამართზე. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სამხედრო ნაწილებში ორი დღის წინ მივიდა მინისტრ ლევან იზორიას ზეპირი ბრძანება, რომ არ აინტერესებს კანონის მოთხოვნები და უდიდესი ნაწილი ჯარისკაცების დარჩებიან საკუთარ ნაწილებში, რის შედეგადაც მათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მიეცემათ. იდენტური ვითარებაა რიგით პოლიციელებთან მიმართებაში, სადაც, ჩვენი ინფორმაციით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დილის 08:00 საათიდან, 22:00 საათამდე მათი დიდი ნაწილი გადაყვანილი იქნებიან ყაზარმულ მდგომარეობაზე, მათაც არ მიეცემათ საკუთარი კონსტიტუციური უფლების განხორციელების შესაძლებლობა. მივმართავთ ივანიშვილს და მის გუნდს - გასაგებია, რომ გესმით და იცით, რომ ჯარის და პოლიციის დიდი ნაწილი არ უჭერს მხარს თქვენს პოლიტიკას, არ მოგცემთ თქვენ ხმას, მაგრამ ეს ვერ გიხსნით ხვალინდელი მარცხისგან და მეორეც, ეს არის ჩვენი ჯარის, პოლიციის და საზოგადოების შეურაცხყოფა. ხვალიდან მომდევნო ოთხი წელი უნდა იყოთ ოპოზიციაში, ძალიან ცუდია, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა ასეთი უკანონო ჟესტით წავა ხელისუფლებიდან. მოგიწოდებთ, შეცვალოთ ეს უკანონო გადაწყვეტილება“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)