16:46 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-16 15:47:17, 872 ნახვა

სამართალი
რევაზ ნადოი: ბუნებაში არ არსებობს მოტივაცია, რომელიც მგელიაშვილის უკანონო გადაწყვეტილებას გაამართლებს

პროკურატურა ლევან ჩაჩუას მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
როგორც პროკურორმა რევაზ ნადოიმ ჩაჩუას ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლე დავით მგელიაშვილმა უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.
"სამწუხაროა, რომ მოსამართლე მგელიაშვილი არ აღმოჩნდა ის ნეიტრალური, ობიექტური პირი, რომელიც შეამოწმებდა ობიექტურად იმ მტკიცებულებებს, რაც ჩვენ წარვუდგინეთ სასამართლოში და ჩაჩუას ბრალეულობაში დარწმუნდებოდა. შემიძლია მხოლოდ ერთი რამე ვთქვა, რომ მგელიაშვილმა დაზარალებულის ჩვენებები არ გაიზიარა, მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც პიდაპირ მამხილებელ ჩვენებებს იძლეოდა, ჩვენ გვქონდა ძირითადი ვიდეომასალა და ამ ვიდეომასალაზე დავეყრდენით. ბუნებაში არ არსებობს ის მოტივაცია, რომელიც გაამართლებს დღევანდელ მგელიაშვილის უკანონო გადაწყვეტილებას. ის დაუსაბუთებელი და უკანონო იქნება. ჩვენ ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ",-განაცხადა რევაზ ნადოიმ.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექსპერტი ლევან ჩაჩუა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება  მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მიიღო. სასამართლომ ლევან ჩაჩუას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოც გაუუქმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics