|
2016-10-07 13:52:11, 1764 ნახვა
პოლიტიკა Lifestyle
ნოდარ ხადური მოქალაქეებს მიმართავს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მოქალაქეებს მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და მხარი დაუჭირონ საქართველოს განვითარებას - გზას ევროპული ოჯახისკენ. ნოდარ ხადურის მიმართვა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა: „ხვალ 8 ოქტომბერია, დღე, როდესაც ხელახლა უნდა მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან. ეს დღე გვაძლევს შესაძლებლობას, დავაფიქსიროთ საკუთარი აზრი და მოქალაქეობრივი პოზიცია, რიგითმა მოქალაქეებმა საკუთარ ხელში ავიღოთ ძალაუფლება და თავად ვმართოთ ჩვენი ქვეყანა. სწორედ არჩევნები ქმნის ქვეყნის მომავალს და აჯანსაღებს პოლიტიკურ და სოციალურ ველს. ამიტომ მოგიწოდებთ თითოეულ თქვენგანს, რომ ხვალ, 8 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღოთ არჩევნებში და მხარი დაუჭიროთ საქართველოს განვითარებას - გზას ევროპული ოჯახისკენ!“,-წერს ნოდარ ხადური.
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
აზოვის ზღვაში დრონის თავდასხმის შედეგად ხუთი აზერბაიჯანელი მეზღვაური დაიღუპა
კოლებში მობილურების გამოყენების წესი დამტკიცდა
ლავროვი: საქართველოს ხელმძღვანელობას ევროკავშირში გაწევრიანების უარყოფითი მხარეები ესმის
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)