|
2016-10-07 12:32:44, 765 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: 8 ოქტომბერს სახელმწიფო ძალაუფლება გადაეცემა ქართველს ხალხს, რომ ახალ რჩეულებს მიანდოს
„8 ოქტომბერს, სახელმწიფო ძალაუფლება ერთი დღით უკან გადაეცემა ქართველ ხალხს იმისათვის, რომ თავის ახალ რჩეულებს მიანდოს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არის სახელმწიფოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი აქტი, რომლის მაღალ დონეზე განხორციელება თითოეული მათგანის ეროვნული თავმოყვარეობის საკითხია. „ძვირფასო თანამოქალაქეებო, მოგმართავთ იმ პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ასრულებს თავისი საქმიანობის ოთხწლიან ვადას და სულ მალე, ამ შენობაში ადგილს დაუთმობს თქვენს მიერ არჩეულ ახალ პარლამენტს. ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ ახლადარჩეულმა პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა და გააგრძელოს ქვეყნის აღმშენებლობა. ამასობაში დასასრულს უახლოვდება საკმაოდ ხანგრძლივი და დატვირთული წინასაარჩევნო კამპანია. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ძირითადმა მოთამაშემ, ძირითადმა სუბიექტებმა ამ პროცესის მაღალ დონეზე, კანონის შესაბამისად და ჩვენი მდიდარი ეროვნული ტრადიციების შესაბამისად, თავი გავართვათ ამოცანებს. პირველ რიგში, აუცილებელია, რომ ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ძალიან მკაფიოდ განაცხადოს, რომ იგი აღიარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეჯამებულ შედეგებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ უპირობოდ შეგვიძლია ნდობა ქართული სახელმწიფოსი და საარჩევნო ადმინისტრაციის, ვინაიდან, ჩვენ ვხედავთ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა წინ პოლიტიკური თავისულებისთვის და საარჩევნო დემოკრატიისთვის“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)