12:22 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 21:53:34, 709 ნახვა

პოლიტიკა
ლევან გოგიჩაიშვილი: დადგა დრო, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან გოგიჩაიშვილმა საარჩევნო კამპანიის ბოლოს, ოლქის ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მიმართა და მოუწოდა არჩევნებზე მისვლისკენ.

„არჩევანი, რომელსაც 8 ოქტომბერს გავაკეთებთ, განსაზღვრავს თითოეული ჩვენთაგანის მომავალს. “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლით საფუძველი ჩაეყარა ქვეყნის  სწორი  მიმართულებით განვითარებას, თვისებრივად ახალი ტიპის დემოკრატიულ და თავისუფალ სახელმწიფოს. ჩვენთვის  ადამიანი მთავარი ღირებულებაა, ჩვენი  მოქალაქეების უსაფრთხოება და სოციალური დაცვა კი - უმთავრესი ამოცანა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ქვეყნის სწორად მართვას არ სჭირდება ადამიანების დამცირება და დაშინება, ქვეყნის სწორად განვითარება შესაძლებელია ძალადობის და რეპრესიების გარეშე, რომ პოლიტიკაში არის წესიერი და პატიოსანი ადამიანების ადგილი.

ახლა დადგა დრო, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. 8 ოქტომბერს, ერთად გადავწყვიტოთ, როგორ განათლებას მიიღებენ ჩვენი შვილები, როგორი სიბერე ექნება ჩვენს უფროს თაობას, როგორი წარმატება და დასაქმება - ჩვენს ახალგაზრდებს. თქვენი მხარდაჭერა მომცემს ძალას მეტი გავაკეთო ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი უბნისთვის. გავაძლიეროთ ერთმანეთი, გავაძლიეროთ ქვეყანა.” - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics