11:22 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 19:11:58, 666 ნახვა

პოლიტიკა
„დასკვნების მიხედვით, საქართველოში თავისუფალი, კონკურენტული წინასაარჩევნო გარემოა, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია“

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ევროსაბჭოსა და ეუთოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნებზე დაყრდნობით, შეუძლია თქვას, რომ ქვეყანაში თავისუფალი, კონკურენტული, ღია წინასაარჩევნო გარემოა. 

ბაქრაძის შეფასებით, 8 ოქტომბერს თითოეული ადამიანის უფლება, რომ მივიდეს არჩევნებზე და გამოხატოს თავისი პოზიცია, უზრუნველყოფილი იქნება: 

„შუალედური დასკვნები , რომლებიც ევროსაბჭომ, ეუთომ გამოაქვეყნეს ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ საქართველოში არის თავისუფალი, კონკურენტული, ღია წინასაარჩევნო გარემო როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ისე მედიისთვის და ვფიქრობთ, ეს წარმოაგდენს მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს ქვეყნისთვის. NDI და IRI-სთან უკვე მქონდა შეხვედრა და ვფიქრობ, თითოეული მოქალაქისთვის უზრუნველყოფილი იქნება უფლება, რომ მივიდეს არჩევნებზე და გამოხატოს თავისი პოზიცია“,-აღნიშნა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics