|
2016-10-06 16:54:07, 710 ნახვა
საზოგადოება
ლევან იზორია ლატვიის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლატვიის ელჩს იანის ზლამეტსს შეხვდა. უწყების ინფორმაციით, ლევან იზორიამ ლატვიის ელჩს მადლობა გადაუხადა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში ლატვიელი ექსპერტების ჩართულობისთვის. მხარეებმა სურვილი გამოთქვეს ერთობლივად დაგეგმონ და განახორციელონ სამხედრო-სასწავლო წვრთნები. იზორიამ ყურადღება გაამახვილა სამხედრო განათლების სფეროში ლატვიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ისევე, როგორც თავდაცვის სამინისტროსა და რიგაში არსებულ ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრს შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმზე. ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მაღალი რანგის სამოქალაქო და სამხედრო წარმომადგენლების გაცვლითი ვიზიტები. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებსა და სამხედრო სფეროში ურთიერთობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და ლატვიის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი იანის დრეიმანისი დაესწრნენ. (NS)
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)