11:22 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 15:25:15, 871 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, გივი თარგამაძე გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მან მისვლისგან თავი შეიკავა

 „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მან სამართალდამცავ ორგანოში მისვლისგან თავი შეიკავა.

როგორც კობახიძე აცხადებს, ქედან გამომდინარე, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან საქმის განხილვის გაჭიანურებაზე საუბარი ზედმეტია.

"სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ გამოძიებას. ჩემი ინფორმაციით, ის დაბარებული იქნა გამოკითხვაზე, თუმცა მან თავი შეიკავა მისვლისგან. აქედან გამომდინარე, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან საქმის განხილვის გაჭიანურებაზე საუბარი ბუნებრივია ზედმეტია. ბუნებრივია, ეს არ არის ისეთი საქმე, რომელიც მაინცდამაინც ერთ და ორ დღეში შეიძლება გაიხსნას. უნდა დაველოდოთ გამოძიების მიმდინარეობას. კვალიფიკაციის მინიჭება საქმისთვის არის სამართლადამცავი ორგანოების კომპეტენცია.მათ მიანიჭეს საქმეს ის კვალიფიკაცია, რომელიც მიანიჭეს, დანარჩენს უკვე გამოძიების მიმდინარეობა გვაჩვენებს.თუ გამოძიებაში გამოიკვეთება, რომ ეს იყო, დავუშვათ ტერაქტი ან სხვა რაიმე ტიპის დანაშაული, ამ შემთხვევაში ბუნებრივია სამართლდამცავი ორგანო შეუცვლის მას კვალიფიკაციას. ბუნებრივია ეჭვები არსებობს, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ დაგეგმილი არის გარკვეული პროვოკაციები „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. აქედან გამომდინარე, საკმაოდ საფუძვლიანია ჩვენი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ამ საქმის უკან იდგეს ის ეჭვები, რომლებიც ჩვენ გვაქვს", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, 4 ოქტომებრს „პირიმზესთან“   „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics