19:07 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 15:02:17, 1708 ნახვა

სამართალი
„ტერაბანკი“„კორ სტანდარტ ბანკის“ ყოფილი თანამშრომლის დაკავებაზე პროკურატურის განცხადებას ეხმაურება

„ტერაბანკი“ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. 

როგორც ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, სს „კორ სტანდარტ ბანკის“ ყოფილი თანამშრომლის დაკავების ფაქტი ტერაბანკის ინიციატივით, რამდენიმე თვის წინ დაწყებულ საგამოძიებო პროცესს უკავშირდება.

„ტერაბანკმა საქართველოს მთავარ პროკურატურას 2016 წლის 17 მაისს აღნიშნული საქმის შესწავლისა და გამოძიების დაწყების მოთხოვნით თავად მიმართა, შესაბამისად, ბანკის ინტერესშია, რომ დადგინდეს სიმართლე და საზოგადოებამ საქმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღოს. ტერაბანკი აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან და საქმის ინტერესებიდან გამომდინარე დაელოდება პროცესების დასრულებას“, - ნათქვამია „ტერაბანკის“ განცხადებაში.

ცნობისთვის, პროკურატურამ კრედიტის უკანონო მიღების, თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics