|
2016-10-06 14:06:14, 519 ნახვა
საზოგადოება
ამ ნომერში შენი ხეა
არსებობს უამრავი მიზეზი თუ რატომ უნდა დარგო ხე. არსებობს ასევე უამრავი მიზეზი, რატომაც ხის დარგვას ყველა ვერ ახერხებს. თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიები საგრძნობლად ამცირებს ამ მიზეზების რაოდენობას. ჟურნალი „National Geographic საქართველო“ და კომპანია „Treepex“ თითოეულ ადამიანს აძლევს საშუალებას თავისი წვლილი შეიტანოს პლანეტის გამწვანებაში. უბრალოდ გახდით ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების წევრი ოქტომბრის თვეში, მიიღეთ ჟურნალი და მასში არსებული „Treepex“-ის უნიკალური QR კოდი და თქვენს სახელზე ხე დაირგვება. ამ ეტაპზე დარგვითი ღონისძიებები მიმდინარეობას შემდეგ ადგილებზე: ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანი, აჯამეთის დაცული ტერიტორია და თბილისის ეროვნული პარკი. ხეები ძირითადად დაირგვება იქ, სადაც ისეთი ქართული სახეობების აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, როგორებიცაა: კავკასიური ფიჭვი და ქართული მუხა. თითოეულ დარგულ ხესთან განთავსდება ინფორმაცია დამრგველის ვინაობის და ზუსტი მდებარეობის (GPS) შესახებ. ეს მონაცემები სახელობითი ხის ავტორს ელ. ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება და სურვილის შემთხვევაში მას ნებისმიერ დროს შეეძლება დაცული ტერიტორიის და ხის მონახულება. გამოიყენეთ ეს უნიკალური შესაძლებლობა, დატკბით ნაბეჭდი ჟურნალის ესთეტიური ღირებულებით, რომელიც 130 წლის განმავლობაში ავრცელებს ცოდნას პლანეტის შესახებ, 100 ზე მეტ ქვეყანაში გამოიცემა და 60 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს და ამავე დროს შეიტანეთ მოკრძალებული წვლილი იმ უმნიშვნელოვანეს საქმეში, რასაც გარემოს გამწვანება ჰქვია. დეტალური ინსტრუქცია იხილეთ აქ: ეწვიეთ „National Geographic საქართველოს“ საიტს http://www.nationalgeographic.ge/subscribe/ გახდით ჟურნალის გამომწერი, მიიღეთ ჟურნალი ნებისმიერ მისამართზე და იპოვეთ თქვენთვის განკუთვნილი „Treepex“-ის უნიკალური კოდი. გადმოწერეთ ტელეფონში „Treepex“-ის აპლიკაცია (ის ხელმისაწვდომია როგორც IOS -სთვის, ასევე Android ტელეფონებისთვის), „დაასკანერეთ“ QR კოდი, რის შემდეგაც გააქტიურდება ფოტოკამერა. გადაუღეთ ფოტო ჟურნალის ყდას. გილოცავთ! თქვენს სახელზე ხე დაირგო. სურვილის სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გააზიაროთ სოციალურ ქსელში, „ჰეშთაგით“ #დარგეხე, #ამნომერშიშენიხეა, იმისთვის რომ მეტი ადამიანი ჩაერთოს გარემოს გამწვანების აქციაში. (NS)
სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)