14:06 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 19:12:19, 706 ნახვა

საზოგადოება
წყალტუბოში 560 დევნილი ოჯახისთვის კორპუსების მშენებლობა დაიწყო

წყალტუბოში 560 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე 2 რვასართულიანი კორპუსი შენდება, სადაც ბინას 140 დევნილი ოჯახი მიიღებს.

მათივე ინფორმაციით, დევნილთა და განსახლების მინისტრმა  სოზარ სუბარმა და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ მშენებლობის ადგილი მოინახულეს. 

სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ორნამენტი“ ახორციელებს.

სოზარ სუბარი წყალტუბოში მცხოვრებ დევნილ ოჯახებსაც შეხვდა და მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

კორპუსების მშენებლობის დასრულების შემდგომ, წყალტუბოში დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების პრობლემა პრაქტიკულად გადაიჭრება.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics