18:54 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 15:48:10, 1609 ნახვა

სამართალი
შსს გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს თბილისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის კუთვნილ ავტომანქანაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში გამოძიება 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

„შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა შსს-ს ყველა შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენელი: საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები, ექსპერტ-კრიმინალისტები.

დაუყოვნებლივ დაიწყო პირველადი საგამოძიებო ღონისძიების განხორციელება, მათ შორის, შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დეტალური დათვალიერება; მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ყველა სათვალთვალო კამერიდან ამოღებულია ვიდეოჩანაწერები; მიმდინარეობს შემთხვევის თვითმხილველებისა და აფეთქების შედეგად დაშავებული პირების გამოკითხვა, ასევე, აფეთქებული ავტომანქანის გადაადგილების მარშრუტზე არსებული სამეთვალყურეო კამერების დათვალიერება და ჩანაწერების ამოღება; დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა“,-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics