13:43 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 13:05:01, 544 ნახვა

საზოგადოება
“ჯი-ემ-პი“-მ ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენა CPHI-ზე საქართველო კიდევ ერთხელ წარადგინა

4 ოქტომბერს, ბარსელონაში მორიგი ყოველწლიური საერთაშორისო ფარმაცევტული გამოფენა CPHI გაიხსნა, რომელზეც უკვე მეორედ,  “ჯი-ემ-პი”-მ წარადგინა საქართველო, როგორც ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა. 

CPHI მსოფლიო მოვლენაა, რომელზეც თავს იყრიან ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლები სხვადსხვა ქვეყნებიდან, წლევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილია 2500 კომპანია 150 ქვეყნიდან, გამოფენას უკვე დაესწრო 30 000-ზე მეტი ვიზიტორი.

ამ გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობა  წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ფარმაცევტული სფეროს პოპულარიზაციისკენ.  მსოფლიოს სხვადსხვა წამყვანი კომპანიების გვერდით ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმომ „ჯი-ემ-პი“თავისი პროდუქცია წარადგინა და წელსაც ვიზიტორთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. დაიდო ახალი შეთანხმებები წამყვან ევროპელ მწარმოებლებთან.

„წინა წლების შედეგებმა გვაჩვენა, რომ გამოფენაზე მიღწეული შეთანხმებები მყარ საფუძველს წარმოადგენს “ჯი-ემ-პი”-ს პროდუქციის სხვადსხვა ქვეყნების ბაზრებზე გატანისა და დანერგვისთვის. მსოფლიო მნიშვნელობის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია “ჯი-ემ-პი”-ს ლოკალურიდან გლობალურ კომპანიად ჩამოყალიბებაში“, - აცხადებენ „ჯი-ემ-პი“-ში.  

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics