08:35 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-04 12:49:12, 739 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს ჰაიკე ფაიჩს უმასპინძლა.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოში გერმანიის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც-იოსებ ნოლტე დაესწრნენ.

ლევან იზორიამ სტუმრებს გერმანიის გაერთიანების დღე მიულოცა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გერმანულმა მხარემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში საქართველოს თავდაცვის უწყებას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. საუბარი შეეხო აღნიშნული პაკეტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის განვითარებაში გერმანიის მხარდაჭერის, ასევე სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის საკითხებს. მხარეებმა ქართველი და გერმანელი სამხედრო მოსამსახურეების ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ერთობლივად მონაწილეობისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრეს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics