|
2016-09-30 17:33:49, 1357 ნახვა
ეკონომიკა
სებ-ის ცნობით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 15.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 15.1 მლრდ აშშ დოლარი (35.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 108.7 პროცენტია,-ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, 2016 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 413.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან ოპერაციული ცვლილებების გამო ვალის ზრდამ 386.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა: "მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის" - 2003, შესაბამისად. საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 15.1 მლრდ აშშ დოლარი (35.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 108.7 პროცენტია; 2016 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 413.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან ოპერაციული ცვლილებების გამო ვალის ზრდამ 386.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 6.3 მლრდ აშშ დოლარი (14.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 45.7 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 4.5 მლრდ აშშ დოლარი (10.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 32.8 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 213.4 მლნ აშშ დოლარი (500.0 მლნ ლარი; მშპ-ს 1.5 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად - 890.1 მლნ აშშ დოლარი (2.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.4 პროცენტი) და 684.3 მლნ აშშ დოლარი (1.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.9 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.2 მლრდ აშშ დოლარი (7.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 22.8 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.7 მლრდ აშშ დოლარი (11.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 34.2 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.4 მლრდ აშშ დოლარი (5.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.3 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 94.3 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 9.2 მლრდ აშშ დოლარი (21.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 66.3 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.4 მლრდ აშშ დოლარია (8.1 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 24.8 პროცენტია. 2016 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 6.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო, ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 4.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო საკურსო ცვლილებების გამო კლებამ 1.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2016 წლის მეორე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანი ვალდებულებები 213.4 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. აქედან, 201.4 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი",-ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)