03:15 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 14:00:15, 674 ნახვა

პოლიტიკა
ჯანდიერი: ბურჭულაძის პარტიის წარმომადგენლებსა და გიორგი ვაშაძესთან კონსულტაციები დღეს გაიმართება

პაატა ბურჭულაძის პარტიის წარმომადგენლებსა და გიორგი ვაშაძესთან კონსულტაციები დღეს გაიმართება, - ამის შესახებ „სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ჯანდიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯანდიერის თქმით, არ არსებობს წინაპირობა, რომ ორ პოლიტიკურ მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისთვის“ და გიორგი ვაშაძის პარტია რაიმე ემუქრებოდეს.

„მას შემდეგ რაც „გირჩმა გაერთიანება დატოვა, „გირჩის“ რამდენიმე წევრმა მოკლე ტექსტური შეტყობინება გამომიგზავნა - მომწერეს, რომ მოეწონათ ჩემი გამოსვლა სამართალთან დაკავშირებით, რომლის განხორციელებასაც ვაპირებ. სხვა ტიპის კონსულტაციები მათთან არ გვქონია. კონსულტაცია იქნება გიორგი ვაშაძესთან დღეს 14:00 საათზე. კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიღებული და საზოგადოებას ეცნობება. მე ვერ ვხედავ ვერავითარ წინაპირობას იმისას, რომ ეს ბლოკი, რომელიც აერთიანებს ორ პოლიტიკურ მოძრაობას- პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის და გიორგი ვაშაძის პარტიას რაიმე ემუქრებოდეს. რა თქმა უნდა, ჩვენთან არიან „ახალი მემარჯვენეები“ და ისინი დარჩებიან ჩვენს გვერდით. სიის ფორმირება ახლებურად ვერ მოხდება, რვა სექტემბერს ამოეწურა ვადა სიაში ახალი კანდიდატების წარდგენის, ერთადერთი რაც შეიძლება შეიცვალოს, რამდენიმე ადამიანი ამოვარდება სიიდან”, - განაცხადა ჯანდიერმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics