|
2015-03-13 18:44:11, 1993 ნახვა
სამხედრო
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სასწავლო კურსების დამთავრების ცერემონიალი გაიმართა
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ რადიოოპერატორისა და ინფორმაციული სისტემების სპეციალისტთა მომზადების კურსების დამთავრების ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტრენინგში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების რადიოოპერატორისა და ინფორმაციული სისტემების ქვედანაყოფების სერჟანტებმა, კაპრალებმა და სამოქალაქო პირებმა მიიღეს. რადიოოპერატორის მომზადების კურსი 29 მსმენელმა გაიარა. მათ კურსის განმავლობაში კავშირგაბმულობის საშუალებების ეფექტურად გამოყენება, რადიოქსელების მოწყობა და ხმოვანი რადიოკავშირის წარმოება შეისწავლეს. ინფორმაციული სისტემების სპეციალისტთა გადამზადების კურსი 14 მსმენელმა დაასრულა. წვრთნების შედეგად კურსდამთავრებულები მცირე და საშუალო სიდიდის საოფისე ქსელების მოწყობას, სხვადასხვა ოპერაციული სისტემების გამართვასა და მათ პროგრამულ უზრუნველყოფას შეძლებენ. დღეიდან კურსებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების და სამოქალაქო პირები საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და გააგრძელებენ მსახურს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)