22:37 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 16:02:58, 568 ნახვა

პოლიტიკა
ცოტნე ზურაბიანმა მოსახლეობასთან შეხვედრების მეორე ეტაპი დაიწყო

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ცოტნე ზურაბიანმა მოსახლეობასთან შეხვდრების მეორე ეტაპი დაიწყო.

 მეორე ეტაპის შეხვედრის ფარგლებში კანდიდატი ფარცხანაყანევში ამომრჩეველს შეხვდა.

„დღევანდელი შეხვედრის საუბრის თემა იყო ის მთავარი დანაპირები, რომელიც არის ორიენტირებული სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. მათ შორის ვისაუბრეთ საპენსიო რეფორმაზე, სახელმწიფო პროგრამის „ცხოვრება გრძელდება“ ამოქმედებაზე. ამ პროგრამის ამოქმედებით პენსიონრებს დასაქმების რეალური შესაძლებლობა გაუჩნდება. მოსახლეობასთან შეხვედრების მეორე ეტაპი იქნება უფრო მაშტაბური და უფრო საინტერესო“, - განაცხადა ცოტნე ზურაბიანი

ცოტნე ზურაბიანმა პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ 2 კვირა მოსახლეობასთან შეხვედრები შეაჩერა და 2 კამპანია „ინფრომიარებული ამომრჩეველი“ და „წყალტუბოს ტურისტული პოტენციალი“ დაიწყო.

 კამპანიების ფარგლებში ყოველდღე რამდენიმე შეხვედრა იმართებოდა. მათ შორის ჩატარდა ადგილობრივ ბიზნესმენებთან შეხვედრა და კარდაკარის პრინციპით ამომრჩევლისთვის საარჩევნო პროგრამის გაცნობა.

 გარდა ამისა კანდიდატი საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტთან მართავდა შეხვედრებს, მათ შორის იყო შეხვედრა მედიასთან, არასამთავრობო სექტორთან, ექიმებთან, ახალგაზრდული პარლამენტის წევრებთან და სხვა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics