22:37 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-25 17:16:53, 700 ნახვა

პოლიტიკა
იოსებ მაკრახიძე წმინდაწყლისა და ჭალის დასახლების მაცხოვრებლებს შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე წმინდაწყლისა და ჭალის დასახლებებში მცხოვრებლებს შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ინფრაქსტრუქუურულ და სოციალური დაცვის პროგრამაზე ისაუბრა. შეხვედრა კითვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა

. „ჩვენი ხელისუფლებისთვის კვლავ პრიორიტეტულ საკითხად რჩება სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ზრუნვა.სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება 2012 წლის შემდეგ 62,1%-ით, 1,4 მილიარდიდან 2,3 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, გაორმაგდა სოციალური დახმარების ბიუჯეტი და სოციალური დახმარების ოდენობა. შეიქმნა სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების ახალი, ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული მეთოდოლოგია, გაუმჯობესდა სოციალური სახლების მდგომარეობა; მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის მცირე ზომის ბავშვთა სახლები ამოქმედდა“,-აღნიშნა მაკრახიძემ.

როგორც დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, კიდევ უფორო დაიხვეწება სოციალური დაცვის სისტემა; დაინერგება დაგროვებითი საპენსიო სისტემის ახალი მოდელი, რომელიც გახდება საპენსიო ასაკში ღირსეული ცხოვრების პირობებეს შექმნის. იოსებ მაკრახიძემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ახალ სახელმწიფო პროგრამაზეც - „ცხოვრება გრძელდება“, რაც იმ კომპანიებისთვის, რომელებიც საპენსიო ასაკის კვალიფიციური პირებს დაასაქმებენ, შეღავათების დაწესებას გულისხმობს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics