|
2015-03-13 15:32:02, 1913 ნახვა
სამხედრო
სამხედრო-სამოქალაქო ოპერაციების სწავლება დასრულდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების დასრულება სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშემ საქართველოში, პოლკოვნიკმა ჯევდეთ იაშარმა მიულოცეს. მათ კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადასცეს. სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა დაესწრო. ხუთდღიანი კურსის განმავლობაში 38 მსმენელმა სამხედრო-სამოქალაქო თანამშორმლობის სპეციფიკა და მართვა, მედიასთან კოორდინაცია, სამოქალაქო საზოგადოებასთან მოლაპარაკებების წარმოებისა და თარჯიმნებთან მუშაობის უნარ-ჩვევები, ასევე ჰუმანიტარული პროექტების კოორდინაციის საკითხები შეისწავლეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)