03:44 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-23 18:19:40, 652 ნახვა

საზოგადოება
ერიკ ბენეტის კონცერტს სოლიდარობის ფონდის ბავშვები დაესწრებიან

დღეს, 19:00 საათზე თბილისის საკონცერტო დარბაზში ერიკ ბენეტის კონცერტს სოლიდარობის ფონდის ბავშვები დაესწრებიან. 

ეს დაუვიწყარი საჩუქარი ბავშვებს საქართველოს ბანკის ბრენდმა SOLO-მ მოუმზადა.

სოლიდარობის ფონდის ადმინისტრაცია მადლობას უხდის საქართველოს ბანკს, ჩვენ მუდამ ვგრძნობთ თქვენ გვერდში დგომას.

 გვჯერა, რომ ეს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ჩვენს ბავშვებს დიდხანს გაჰყვებათ. თქვენი მხარდაჭერა სოლიდარობის ფონდის ბავშვებისთვის უმნიშვნელოვანესია.

შეგახსენებთ, რომ ორიოდე თვის წინ სოლიდარობის ფონდის ბავშვები ასევე დაესწრნენ Chris Botti-სა და Sting-ის LIVE კონცერტს და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. ეს საჩუქარი ბავშვებს მაშინაც საქართველოს ბანკმა და SOLO Lifestyle-მა მოუმზადეს.

თითოეული თქვენთაგანის მხარდაჭერით, საქართველოს სოლიდარობის ფონდმა 300  სიმსივნით დაავადებული ბავშვისა და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება დაამტკიცა, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. შემოგვიერთდით, რომ ერთად კიდევ უფრო მეტი შევძლოთ. სიკეთე გადამდებია...





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics