2016-09-22 21:52:50, 771 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ ხმალაძე გარდაბანში ადგილობრივი მაჟორიტარი კანდიდატის რასულ გასანოვის მხარდასაჭერად ჩავიდა
რესპუბლიკური პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი დიდუბეში, ვახტანგ ხმალაძე გარდაბანში ადგილობრივი მაჟორიტარი კანდიდატის რასულ გასანოვის მხარდასაჭერად ჩავიდა.
რესპუბლიკური პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატებმა მოისმინეს ადგილობრივების პრობლემების შესახებ და შეკრებილ მოსახლეობას, მხარდამჭერებსა და დაინტერესებულ პირებს პარტიის პრიორიტეტები გააცნეს.
თვითმართველობის რეფორმა, სახელმწიფო ენის ცოდნა და ადგილობრივების მეტი ინტეგრირება, ეს ის საკითხებია, რაზეც რესპუბლიკური პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატებმა გაამახვილეს ყურადღება შეხვედრაზე.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან