|
2016-09-22 15:55:35, 695 ნახვა
პოლიტიკა
თემურ ხუბულური გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების ზარდიაანთკარის, ქორდის, მერეთის მოსახლეობას შეხვდა. მან მომდევნო 4 წლის განმავლობაში ხელისუფლების პრიორიტეტულ საკითხებზე ესაუბრა. „ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა სოფელ ზარდიაანთკარის მოსახლეობასთან შეხვედრა. 2008 წლის ომის შედეგად ზარდიაანთკარი ეთნიკურად ქართულმა მოსახლეობამ დატოვა. ზარდიაანთკარელების ერთი ნაწილი დღემდე გორში, საბავშვო ბაღების შენობებში ცხოვრობს, მეორე ნაწილი კი რამოდენიმე წლის წინ, უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის შედეგად, მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა. დღეს ამ სოფელში ერთად ცხოვრობს ქართველი და ოსი მოსახლეობა“, - აღნშნა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა. როგორც შეხვედრაზე ითქვა, კარგი იქნება, თუ შეიქმენა სპეციალური კომისია, რომელიც აღნიშნული სოფლების მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს შეისწავლის. „ვპირდები ჩემს ზარდიაანთკარელებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში მათი მოთხოვნა აუცილებლად დადგება. კონფლიქტების დარეგულირების საკითხში ჩვენი ხელისუფლება კვლავ განახორცილებს მშვიდობიან, პრინციპულ და რაციონალურ პოლიტიკას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს შესთავაზებს იმ სარგებელსა და სიახლეებს, განვითარების და უკეთესი მომავლის პერსპექტივებს, რაც საქართველოს ევროპულ მომავალსა და განვითარებას უკავშირდება. ჩვენი ხელისუფლებისთვის კვლავ უმთავრეს პრიორიტეტად დარჩება მავთულხლართების და სხვა ბარიკადების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირება“, - განაცხადა თემურ ხუბულურმა. (NS)
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)