18:06 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 12:26:52, 562 ნახვა

პოლიტიკა
სერგეენკო: რეალურად არჩილ თალაკვაძემ ჩაუყარა საფუძველი უპრეცედენტოდ წარმატებულ C ჰეპატიტის პროგრამას

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ ლიხაურის მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სექტორებზე ისაუბრეს.

მინისტრმა დეპუტატობის კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ არჩილ თალაკვაძეს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში.

„ჩემი დამსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მინიმალურია. ეს არის მთავრობის ერთიანი ძალისხმევის შედეგი და მთავარი პრიორიტეტი და ასე დარჩება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. არჩილი ძალიან თავმდაბალი ადამიანია და არ უყვარს, როცა მასზე საუბრობენ, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ რეალურად მან ჩაუყარა საფუძველი ჩვენთვის ყველასთვის მართლაც და უპრეცედენტოდ წარმატებულ C ჰეპატიტის პროგრამას, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი“, - აღნიშნა მოსახლეობასთან შეხვედრაზე დავით სერგეენკომ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics