04:54 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-21 16:18:48, 2048 ნახვა

მსოფლიო
თეთრი სახლი გაერო-ს ჰუმანიტარულ ავტოკოლონაზე თავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებს

ამერიკის შეერთებული შტატები გაერო-ს ჰუმანიტარულ ავტოკოლონაზე თავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედია საშუალების ცნობით, სირიის ქალაქ ალეპოსთან "წითელი ჯვრის" ჰუმანიტარულ ავტოკოლონაზე ავიადარტყმის დროს ჰაერში სუ-24 ტიპის ორი რუსული გამანადგურებელი დაფრინავდა.

როგორც Euronews-ი წერს, აღნიშნულ ინფორმაციას ვაშინგტონს სადაზვევრო სამსახურებმა დაუდასტურეს.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბენ როუდსი აცხადებს, რომ უწყებაში არსებული ყველა ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ თავდასხმა რუსეთის ან სირიის ავიაციამ განახორციელეს.

მისივე თქმით, პასუხისმგებლობას ავიადარტყმაზე რუსეთის საჰაერო ძალებს აკისრებს.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამტკიცებენ, რომ ავტოკოლონა არც რუსულ და არც სირიულ ავიაციას არ დაუბომბავს.

“წითელი ნახევარმთავრის” სირიის განყოფილების განცხადებით, სატვირთო მანქანებით ალეპოდან ამბოხებულების მიერ კონტროლირებად სასოფლო რაიონებში ჰუმანიტარული დახმარება გადაჰქონდათ. ავადარტყმის შედეგად 31 სატვირთო მანქანიდან 18 განადგურდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ავიაიერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა.

“წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტმა პეტერ მაურერმა მომხდარს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევა უწოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics