|
2016-09-21 11:06:52, 717 ნახვა
პოლიტიკა
ილია წულაია: არ მივცემ მოსვენებას ქალაქ თბილისის მერიას
პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დიდუბის მე-16 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ილია წულაიამ, ქალაქ თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან ერთად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ზაჰესის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. მათ მოისმინეს ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები და სურვილები. შეხვედრის ფარგლებში მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. ,,ჩემი ამოცანაა, რომ ბატონი დავითი უშუალოდ გაეცნოს ზაჰესში არსებულ პრობლემებს. ის არის პასუხისმგებელი ქალაქის მოწესრიგებაზე . მე ვიქნები თქვენი შუამავალი თბილისის მერიასთან და არ მივცემ მოსვენებას ქალაქ თბილისის მერიას მანამ, სანამ არ მივიღებთ იმ შედეგს რაც იქნება ზაჰესის მოსახლეობისთვის და ზოგადად ჩემს ამომრჩევლებისთვის მისაღები.“- განაცხადა ილია წულაიამ. ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩეველს პირობა მისცა რომ მსგავსი ხასიათის შეხვედრები სისტემატიურ სახეს მიიღებს და გამარჯვების შემდეგაც გაგრძელდება. "მე ვიქნები თქვენი გულშემატკივარი, ვეცდები გავაკეთო ყველაფერი რომ თქვენი პრობლემები მინიმუმამდე დავიყვანო, ჩვენს საარჩევნო პროგრამაში გაწერილია ყველა ის პროექტი რომლის ამოქმედების შემდეგაც, დღეიდან 4 წლის თავზე ყველა ოჯახმა იგრძნოს საკუთარ თავზე კეთილდღეობა. მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი გაერთიანებით, მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით და არა სიძულვილით, ჩვენ მივაღწევთ ცივილიზებულ სამყაროში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას",-განაცხადა წულაიამ. (NS)
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)