00:49 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 14:39:19, 663 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ კერესელიძე იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დირექტორის მოადგილეს, ონო შოტაროს და სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე   კერესელიძემ სააგენტოს რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში სამინისტროს თანამშრომლების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ონო შოტარომ აღნიშნა, რომ რეგიონული განვითარების პროგრამის გარდა, მათ განსაკუთრებულ ინტერესს ქართული ღვინის წარმოებისა და საქართველოში აგროტურიზმის განვითარების საკითხები წარმოადგენს.

ნოდარ კერესელიძემ სააგენტოს წარმომადგენლებს  სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ყურადღება სოფლისა და სოფლად განვითარების პროგრამაზე გაამახვილა.

როგორც კერესელიძემ განმარტა, ღვინის წარმოებისა და აგროტურიზმის განვითარება სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებებია.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების თანამშრომლებისთვის, სადაც რეგიონული განვითარების საკითხების გარდა საუბარი შეეხება „ერთი სოფელი, ერთი პროდუქტის“ კონცეფციის განხილვას.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics