04:55 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 14:21:35, 1843 ნახვა

მსოფლიო
ნიუ-იორკში ამოქმედებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ბოსტონის მარათონის დროს აფეთქებული ბომბების იდენტურია

17 სექტემბერს ნიუ-იორკში ამოქმედებული ასაფეთქებელი მოწყობილობა და შემთხვევის ადგილთან აღმოჩენილი მეორე ხელნაკეთი ბომბი დამზადებული იყო ბოსტონის მარათონზე 2013 წელს აფეთქებული მოწყობილობების იდენტურად, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

როგორც მედია საშუალება წერს, დეტონატორებად ასაფეთქებელ მოწყობილობებში მობილური ტელეფონები და საშობაო ნათურები იყო გამოყენებული. 

შეგახსენებთ, რომ მანჰეტენის ჩელსის რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაშავდა. მოგვიანებით, შემთხვევის ადგილის მახლობლად კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.

აფეთქებასთან დაკავშირებით დაკავებულია 5 ადამიანი, თუმცა ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.

აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ მომხდარს ტერორიზმის აქტი უწოდა.

ცნობისთვის, 2013 წლის აპრილში ბოსტონის მარათონის დროს ორი ბომბის აფეთქების შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 260 დაშავდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics