07:52 - 06 Jun, 2026
|
2015-03-12 19:36:47, 2556 ნახვა
სხვადასხვა
კახა კუკავა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს. ცნობისთვის, მისი დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც „თავისუფალი თაობის“ ხელმძღვანელი, ლადო სადღობელაშვილი სამართალდამცველებს გადაყავდათ წინასწარი დაკავების იზოლატორში. ამ დროს მოხდა კახა კუკავასა და სადღობელაშვილს შორის კამათი, რამაც გამოიწვია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის დაკავება. კუკავა შინაგას საქმეთა სამინისტროში პირად საქმეზე იმყოფებოდა. ის მოგვიანებით სახდელის დაკისრების შემდეგ გაანთავისუფლეს, თუმცა სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)