13:39 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 12:28:33, 542 ნახვა

პოლიტიკა
კახა კახიშვილი ევროკავშირის მიწვევით მოლდოვაში გაემგზავრა

ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი სამუშაო ვიზიტით მოლდოვას რესპუბლიკას ეწვევა.

სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანს წარმოადგენს აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდაჭერის ფარგლებში, მოლდოვას შესაბამისი უწყებებისთვის, ჟურნალისტებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის გამოცდილების გაზიარება სისხლის სამართლის მართლმსაჯულების, მათ შორის, პენიტენციის და პრობაციის სფეროებში, ასევე, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების რეფორმის საკითხებში.

მინისტრი დაინტერესებულ წრეებს გააცნობს უკანასკნელ წლებში საქართველოს მართლმსაჯულების, პენიტენციისა და პრობაციის სფეროში გატარებულ იმ ძირეულ რეფორმებს, რამაც დემოკრატიული ინსტიტუტები გააძლიერა და ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის  მექანიზმები არსებითად გააუმჯობესა. ამასთან, ყურადღება გამახვილდება იმ სირთულეებზეც, რომელთა გადალახვაც რეფორმების პროცესში გახდა საჭირო.

აღნიშნული ვიზიტი ადასტურებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, საქართველო არის არა მხოლოდ რჩევების მიმღები და მომხმარებელი, არამედ მზად არის, დაგროვილი გამოცდილება და მიღწეული პროგრესი  აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს გაუზიაროს. 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ვიზიტი მოლდოვაში 20-23 სექტემბერს შედგება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნანა სანდერი: ციხეში ჩემი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა საფრთხეშია
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ევროკავშირმა და სომხეთმა დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
რასა იუკნევიჩიენე: სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის პერსპექტივა ცოცხალია, თუმცა მესმის ქართველების იმედგაცრუება, რომ თბილისი ამის მიღმა დარჩა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics