10:29 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-17 11:20:47, 729 ნახვა

პოლიტიკა
გრიგოლ ლილუაშვილმა და არჩილ თალაკვაძემ ვანში მცხოვრებ ახალგაზრდებს „ქართული ოცნების“ გეგმები გააცნეს

„ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ლილუაშვილი ვანში ახალგაზრდებს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა ვანის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებულ პროექტებზე ისაუბრეს.

ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრას „ქართულინ ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე დაესწრო. მან მმართველი პარტიის ახალ გუნდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ადამიანების გამარჯვებით ქვეყანა განვითარების გაგრძელებას შეძლებს.

„დღეს ახალგაზრდა, გამოცდილი ადამიანები შემოდიან საჯარო პოლიტიკაში. ყველა მათგანს აქვს საქმის კეთების უდიდესი გამოცდილება. ამ კვალიფიციურ ადამიანებს შორის გრიგოლ ლილუაშვილი ერთ–ერთია“, - განაცხადა „ქართულინ ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვანში, ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე.

ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ, გრიგოლ ლილუაშვილმა და არჩილ თალკავაძემ ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics