10:29 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 22:55:29, 789 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო წილოსანი ლანჩხუთის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო წილოსანი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. 

დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩოჩხათის ტერიტორიულ ერთეულში გამართა, დასკვნითი შეხვედრა ჩოჩხათის ცენტრში გაიმართა. ნინო წილოსანის მოსახლეობასთან შეხვედრას მოქმედი პარლამენტარები თემურ ჩხაიძე და ბიძინა გუჯაბიძე, ასევე, ყოფილი პარლამენტარი ჩოჩხათის მკვიდრი ომარ ხუციშვილი დაესწრო. 

დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას მათი პრობლემები მოისმინა. ნინო წილოსანმა ამომრჩეველს სიტყვით მიმართა: 

„მე ვარ ამაყი, რომ ვარ ამ კუთხის შვილი . ჩემს ოჯახში ტრადიციაა და ბავშვობიდან მასწავლიდნენ ჩემი სოფლის, კუთხის და ზოგადად ადამიანების სიყვარულს . მე ვიქნები თქვენი ხმა პარლამენტში. რატომ გადავწვიტე მაჟორიტარობა? მე არ მჭირდება თანამდებობა, მე მინდა დავეხმარო ჩემს კუთხეს, ჩემს ხალხს, სხვა მიზანი არ მამოძრავებს. რატომ უნდა მომცეთ ხმა? იმიტომ, რომ მე წარმოვადგენ მმართველ ძალას „ქართულ ოცნებას“, რომელსაც შეუძლია თქვენი პრობლემების გადაწყვეტა“,-განაცხადა წილოსანმა. დღესვე, ნინო წილოსანმა სოფელ მოედანში მდებარე ის სახლები დაათვალიერა, რომლებიც კარიერზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად ავარიულ მდგომარეობაშია. ნინო წილოსანმა მოსახლეობას დახმარება აღუთქვა. „ მე მტკივა ყველა თქვენგანის ტკივილი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ პრობლემების მოგვარებაში დაგეხმაროთ“,-აღნიშნა წილოსანმა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics