|
2016-09-16 21:34:35, 741 ნახვა
საზოგადოება
ცესკო-ს სწავლების ცენტრის ვებ-გვერდის და ახალი სერვისების პრეზენტაცია გაიმართა
"ცესკოს" სწავლების ცენტრმა დღეს ახალი ვებ-გვერდისა და სერვისების პრეზენტაცია გამართა. საიტი როგორც შინაარსობრივი, ისე ტექნიკური და ვიზუალური თვალსაზრისით განახლდა. მნიშვნელოვანია, რომ ვებ-გვერდი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია, მაქსიმალურად გამარტივებულია და მორგებულია პორტატულ ტექნოლოგიებზე: მობილურ ტელეფონებსა და ე.წ. პლანშეტებზე. გამარტივებულია საძიებოსისტემაც. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) პარტნიორობით სწავლების ცენტრს დაგეგმილი აქვს ვებ-გვერდის ადაპტირება უსინათლო ამომრჩევლებისთვის. საიტი ვებ-სტუდია „არტმედიამ“ დაამზადა. შეხვედრას, საარჩევნო ადმინისტრაციის და სწავლების ცენტრის წამომადგენლებთან ერთად სამოქალაქო სექტორის, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადეგნლები ესწრებოდნენ. დღესვე, სწავლების ცენტრის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ განხორციელებულ პროექტებთან დაკაშირებით საჯარო ანგარიში წარადგინა. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი პროექტები, 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. „პროექტების განხორციელებას წინ უძღოდა კვლევა და სწორედ ის თემები იყო განხილული, რომლებიც თავად პოლიტიკურ პარტიებს აინტერესებდათ. მინდა აღვნიშნო, რომ პირველად საგრანატო პროექტებში ცესკოს სწვალების ცენტრი მონაწილეობდა როგორც კონტრიბუტორი და ის ატარებდა მნიშვნელოვან თემებზე ტრენინგებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. განხორციელდა ძალიან საინტერესო პროექტები, არის ძალიან საინტერესო მიგნებები და ვფიქრობ აღნიშული პროექტი, რომელიც მიეძღვნა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების ზრდას ეფექტური იქნება მათთვის“, - განაცხადა გიორგი შარაბიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)