10:29 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 18:12:25, 541 ნახვა

პოლიტიკა
ჯავახიშვილი: 2012 წელს, როდესაც 53-ე ადგილზე ვყოფილვართ, კარგად ვიცი, რომ ობიექტურად 530-ე ადგილსაც ვერ ვიკავებდით

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებში,  ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, 159 ქვეყანას შორის საქართველოს მე-5 ადგილზე ყოფნას ეხმაურება.

ჯავახიშვილის თქმით, შვეიცარიის შემდეგ მე-5 ადგილზე ყოფნა ნებისმიერი ქვეყნისთვის საამაყო იქნებოდა

“რა თქმა უნდა ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ვფიქრობ, შვეიცარიის შემდეგ მე-5 ადგილზე ყოფნა ნებისმიერი ქვეყნისთვის საამაყო იქნებოდა.ჩვენთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვინაიდან შვეიცარიას არ სჭირდება იმდენი ინვესტორი , იმდენი საინვესტიციო რესურსი, ჩვენ კი ახლა ამ გრანდიოზული პროგრამების შესრულების პროცესში ძალიან დაგვიჭრდება ეს , ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი მახასიათებელია იმისათვის, რომ ინვესტორი თავისუფლად და ზედმეტი ფიქრის და დარდის გარეშე ჩამოვიდეს საქართველოში”,-განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

მისივე განმარტებით, ამ საერთაშორისოდ აღიარებული ინსტიტუტის სჯერა,  თუმცა  2012 წელს, როდესაც 53-ე ადგილზე დაასახელეს საქართველო,  მაშინ  ობიექტურად 530-ე ადგილსაც ვერ ვიკავებდით:

„როდესაც პრემიერმა ამაზე განცხადება გააკეთა, მე ნახევრად ხუმრობით გავუსვი ხაზი, ძალიან მჯერა ამ საერთაშორისოდ აღიარებული ინსტიტუტისა, თუმცა ძალიან გამიკვირდა, როდესაც ბრძანა, რომ 2012 წელს,  53-ე ადგილზე ვყოფილვართ, მაშინ ბიზნესში ვიყავი და ძალიან კარგად ვიცი, რომ 530-ე ადგილსაც ვერ ვიკავებდით  ობიექტურად”,-აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics