|
2016-09-16 14:29:05, 566 ნახვა
პოლიტიკა
"ოცნების" გორის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი ახალსოფლის, ახალშენისა და ნაწრეთის მოსახლეობას შეხვდა
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ახალსოფლის, ახალშენისა და ნაწრეთის მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, რეგიონულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, დასაქმების პროგრამაზე ისაუბრა. ადგილობრივები თემურ ხუბულურს სოფლებში არსებული პრობლემების შესახებ ესაუბრეს და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს. „2017 წლიდან ხელისუფლების მხარდაჭერით რეგიონებში დაიწყება საინვესტიციო აქტივობებისა და ინოვაციური პროექტების განხორციელება. ჩვენი აგროპოლიტიკის მთავარი მიმართულება სასოფლო-სამეურნეო დარგში კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერა იქნება. კიდევ უფრო დაიხვეწება საყოველთაო აგროდაზღვევის პროექტი, აღარ დარჩება დაუზღვეველი მოსავალი, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვან ზარალს ააცილებს. დაინერგება მორწყვის თანამედროვე სისტემები და 2 00 ათას ჰექტრამდე გაიზრდება მორწყული მიწის ფართობი“,-აღნიშნა ხუბულურმა. მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია დასაქმების პრობლემის მოგვარებაა. „მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის მაშტაბით 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნაა დაგეგმლი, რაც მოხდება მოგების გადასახადის რეფორმის, ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, ტურიზმის განვითარების გზით“, - განაცხდა „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ხუბულურმა. (NS)
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)