09:07 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 14:21:28, 567 ნახვა

პოლიტიკა
ლევან გოგიჩაიშვილი: “ქართული ოცნება” გააგრძელებს რაციონალურ, ეროვნულ ინტერესებზე მორგებულ საგარეო პოლიტიკას

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.

მორიგი შეხვედრები ჩიქოვანის, მიცკევიჩის, ბალანჩივაძის ქუჩის მოსახლეობასთან გაიმართა. ლევან გოგიჩაიშვილი მოქალაქეებს პარტია “ქართული ოცნების” პროგრამასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ჩვენი ქვეყნის ნაციონალურ ინტერესს წარმოადგენს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მიღწევა. უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, ჩვენ ვდგამთ სწორ, პრაგმატულ ნაბიჯებს. NATO - ში გაწევრიანება იყო და რჩება უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრეს პრიორიტეტად, მხოლოდ NATO - ს შესწევს უნარი, შესაბამისი პოლიტიკური და სამხედრო რესურსები, უზრუნველყოს მისი წევრების უსაფრთხოება. ამავე დროს, ვაგრძელებთ თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გაღრმავდება აშშ-თან პარტნიორობა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობებისა განვითარებისათვის“, - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, აშშ-სთან ხელი მოეწერა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების მემორანდუმს, რაც უპრეცედენტო თანამშრომლობას გულისხმობს ამერიკასა და საქართველოს შორის.

„ჩვენ შევძელით, რომ რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გატარებით და პარტნიორებთან თანამშრომლობით კონფლიქტების ეფექტიანი პრევენცია მოგვეხდინა. საქართველო გააგრძელებს რაციონალურ, ეროვნულ ინტერესებზე მორგებულ პოლიტიკას მომავალშიც. გპირდებით, რომ ჩვენი გუნდი ეროვნული ინტერესების ხარჯზე რუსეთთან კომპრომისზე არასოდეს წავა“,-აღნიშნა გოგიჩაიშვილმა მოსახლოებასთან შეხვედრაზე. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics