|
2016-09-16 13:16:55, 676 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ ჯავახიშვილი: ცდებით, თუ რომან გოცირიძე ვინმეს ოპონენტი გგონიათ, ისინი „კრიტიკანტები“ არიან
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილის შეფასებით, ყველა საგაზო ინფრასტრუქტურული პროექტი წინასწარ განსაზღვრულ დროში სრულდება. ამის შესახებ ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს ოპონენტების კრიტიკასთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის მიხედვითაც, ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების ტემპები შენელებულია. ჯავახიშვილი მათ ოპონენტების ნაცვლად, „კრიტიკანტებს“ უწოდებს და ბრალდებებს უარყოფს: "ისინი არ არიან ოპონენტები, ისინი არიან კრიტიკანტები, თუ გგონიათ, რომ რომან გოცირიძე ვინმეს ოპონენტია, ძალიან ტყუილად ფიქრობთ მაგას. ტემპების დასანახად თქვენ ყველანი ყოველთვის მიწვეულები ხართ ხოლმე და ყველა მონაკვეთის გახსნაზე ყველას გხედავთ ხოლმე. კიდევ ერთხელ უნდა აჩვენოთ ე.წ. ოპონენტებს, როცა აკეთებენ განცხადებას ხაშურამდე გზა ვერ გაგვიყვანიაო, ყველა იქ იყავით, როცა გავხსენით ხაშურამდე გზა. ანუ ტემპები გათვლილია და ყველაფერი დროში ვგაწერილია, დაწყებული იქიდან, რა პერიოდი სჭირდება წინასაპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, რა დრო სჭირდება საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, ტენდერებს, რა დრო სჭირდება თვითონ მშენებლობას. ერთადერთი, რაც წელს მოგვივიდა, ივლისში ვერ გავხსენით ორი ხაზი ზესტაფონისა, ეს სულ სხვა რამესთან იყო დაკავშირებული, სხვა ყველა პირობა პირნათლად სრულდება,ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლით გზას წლის ბოლოს გავხსნით, როგორც შეპირებული იყო",-განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)