|
2016-09-15 19:09:26, 1412 ნახვა
სამართალი
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაცია გამოსცა
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომამ რეკომენდაცია გამოსცა. უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც აკისრია პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს და საარჩევნო სუბიექტებს მიმართავს შემდეგი რეკომენდაციით: ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე პოლიტიკურმა პარტიებმა (საარჩევნო სუბიექტებმა) მიმართონ ყველა ძალისხმევას, რათა უზრუნველყონ, რომ მათმა აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა თავი შეიკავონ კონკურენტი პოლიტიკური პარტიის ან მათი კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებისაგან, ასევე, ამ შეხვედრების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი კონტრაქციისაგან, რითაც უნდა გამოირიცხოს პოლიტიკურ ნიადაგზე სიტყვიერი თუ ფიზიკური დაპირისპირების რისკი. უწყებათაშორისი კომისია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის იუსტიციის მინისტრის 29 ივნისის ბრძანებით შეიქმნა და მან პირველი სხდომა 13 ივლისს გამართა. მისი მიზანი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაა. უწყებათაშორისი კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების პერიოდშიც ფუნქციონირებდა. კომისია შეიქმნა 2015 წლის შუალედური არჩევნებისთვისაც. საერთო ჯამში, სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კომისიამ 41 რეკომენდაცია შეიმუშავა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)