22:05 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 15:52:22, 626 ნახვა

საზოგადოება
ნარმანია: საცობების შექმნის მთავარი პრობლემა ავტომანქანების დიდი რაოდენობაა

თბილისის მერი, დავით ნარმანია საცობების შექმნის მთავარ პრობლემად ავტომანქანების რაოდენობის ზრდას ასახელებს.

დავით ნარმანიას განცხადებით, ბოლო 6 წლის განმავლობაში ავტომანქანების რიცხვი 200 ათასიდან 400 ათასამდე გაიზარდა და ვიწრო ქუჩები ავტომანქანების თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ იძლევა.

როგორც ნარმანია ამბობს, მერიას საცობებისგან განტვირთვის 5-პუნქტიანი გეგმა აქვს.

„მაგალითად, მოხდა პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა, ასევე თვის ბოლოს ვამთავრებთ შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელ გზას. ასევე დასრულებულია სამება-მახათას დამაკავშირებელი გზა. ეს არის ის პროექტები, რომლებმაც ცალკეულ უბნებში ავტომანქანების მოძრაობა უნდა განტვირთოს. გარდა ამისა, ჩვენ საზოგადოების ინფორმირებისთვის კამპანიას ვგეგმავთ, და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მოვუწოდებთ, რომ როგორც კი კონკურსები გამოცხადდება, შემოიტანონ განაცხადები. ვმუშაობთ ასევე შუქნიშნების სისტემის განვითარების პროექტზე და ა. შ. იქედან გამომდინარე, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში ავტომანქანების რიცხვი 200 ათასიდან 400 ათასამდე გაიზარდა, ეს საკმაოდ დიდი დისკომფორტია, ვიწრო ქუჩები ხშირ შემთხვევაში ვერ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მანქანები თავისუფლად გადაადგილდებოდეს. ამიტომ ყველაზე მთავარი პრობლემა მაინც ავტომანქანების დიდი რიცხვია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics