07:34 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 15:16:56, 767 ნახვა

პოლიტიკა
ირმა ინაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ დესტაბილიზაციას გეგმავს

 „ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ გენერალური მდივნის ირმა ინაშვილის  ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კონკრეტულ პროექტს ამზადებს, რომ არჩევნები არალეგიტიმურად გამოცხადდეს.

როგორც ინაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა,  დესტაბილიზაციის კერა აჭარაში იქნება გაღვივებული.

„რამდენიმე თვის წინ ვიყავი სტრასბურგში და  ბრიუსელში. მომაწოდეს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“  კონკრეტულ პროექტს ამზადებს.  ისინი ამზადებენ პროექტს, რომ არჩევნები არალეგიტიმურად გამოცხადდეს.ცდილობენ მოაწყონ დესტაბილიზაცია, პროვოკაცია და არეულობა.  რეალურად ქვეყანაში დესტაბილიზაცია დაიწყო მაშინ, როდესაც დაიწყო კოჰაბიტაცია. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ვერ გაემიჯნა „ნაციონალურ მოძრაობას“. ამასთან, ძალიან არაპოპულარი და ყალბი ორგანიზაციები ავრცელებენ  კვლევებს, რომ თითქოს, ეს მოძრობა რეიტინგით მეორე ადგილზეა. მათი რეალური რეიტინგი არის ძალიან დაბალ მაჩვენებელზე ჩამოსული, 6% ალბათ. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ არ სჭირდება დესტაბილიზაცია. ამ არჩევნებს ვიგებთ ჩვენ. ჩვენ არ გვინდა დესტაბილიზაცია, პროვოკაცია და არჩევნების  ჩაშლა.   ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ დესტაბილიზაციის კერა გაღვივებული იქნება აჭარაში. „ნაციონალური მოძრაობის“ პირველ კლასელ ბავშვსაც კი არ ეშინია. მე არ მაქვს, ოცნების იმედი, რომ ის შეძლებს ამ პროცესის შეკავებას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ „პატრიოტთა ალიანსის“ ინტერესში არ შედის დესტაბილიზაცია და არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება“,-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics