|
2016-09-15 14:34:24, 675 ნახვა
საზოგადოება
კუს ტბის საბაგიროს უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, რამდენიმე ხე-მცენარე გაისხვლება
უახლოეს პერიოდში თბილისს განახლებული კუს ტბის საბაგირო გზა მოემსახურება. რამდენიმე დღეა საბაგირო სატესტო რეჟიმში ამუშავდა. მერიის ინფორმაციით, ტესტირებისას, საბაგირო გზაზე გონდოლების მოძრაობის შეფერხება გამოიწვია ხე-მცენარეებმა. შესაბამისად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ და თბილისის მერიის გამწვანების საქალაქო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს მხოლოდ იმ ტოტების შეჭრას, რომელიც ხელს უშლის გონდოლის გამართულ მოძრაობას. „რამდენიმე დღეში ამოქმედდება საბაგირო, რომელიც ჭავაჭავაძის გამზირს კუს ტბასთან აკავშირებს. ახლა მიმდინარეობს ტესტირების რეჟიმი. ზედამხედველობის სამსახური აკვირდება პროცესს, რომ უსაფრთხოების ნაწილი იყოს მაქსიმალურად დაცული. გარდა ამისა, უსაფრთხოებისთვის ვაკის პარკში რამდენიმე ხე-მცენარე საჭიროებს სხვლა-ფორმირებას და ეს პროცედურები განხორციელდება უახლოეს დღეებში და ტესტირების დასრულების შემდეგ მოქალაქეებს ექნებათ საშუალება ამ საბაგიროს საშუალებით გადაადგილდნენ. ეს არის ერთ-ერთი კარგი პროექტი, რომელიც თბილისელებისთვის შექმნის უფრო მეტ კომფორტს“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. კუს ტბის საგაბიროს რეკონსტრუქციას ახორციელებს შპს "ბაგირმშენი". აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი 1 100 000 ლარს შეადგენს. (NS)
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)